ავსტრალიის ღია, I დღე – ყოფილი ჩემპიონი და პირველი ჩოგანი ორ სეტში დამარცხდა

06:32, 08.02.2021

ავსტრალიის ღია პირველობას საწყის წრეში გამოეთიშა ტურნირის 2016 წლის ჩემპიონი, გერმანელი ანჟელიკ კერბერი, რომელიც დღეს მსოფლიო კლასიფიკაციაში 25-ე ადგილს იკავებს.

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი საათსა და 12 წუთში დამარცხდა ამერიკელ ბერნარდა პერასთან – 0:6, 4:6.

კერბერი პირველ სეტში კატასტროფულად გამოიყურებოდა და ჯამში მხოლოდ რვა ქულის მოგება მოახერხა. ზედიზედ წაგებულ ექვს გეიმს მეორე სეტის სტარტზე კიდევ სამი მოჰყვა და გერმანელი 0:6, 0:3 ჩამორჩა. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო მან პირველი და ერთადერთი ბრეიკის შეასრულება, თუმცა ამერიკელმა კერბერს მატჩში დაბრუნების საშუალება არ მისცა და მეორე წრეში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ყაზახი ზარინა დიასი იქნება.

მსგავსი