როლან გაროსის ქალთა ტურნირზე პირველ დღეს ერთი სენსაცია იყო #1TVSPORT
როლან გაროსის ქალთა ტურნირზე პირველ დღეს ერთი სენსაცია იყო #1TVSPORT

როლან გაროსის ქალთა ტურნირის პირველ დღეს რამდენიმე ფავორიტი ვიხილეთ საქმეში.

ერთ-ერთი გახლდათ ჩეხი პეტრა კვიტოვა, რომელიც ახლოს იყო ბოლო 11 წელიწადში პირველად გავარდნილიყო პირველი წრიდან. მე-11 ნომრად განთესილმა ბელგიელ გრიტ მინენთან ჩეხმა მატჩში მატჩბოლი მოიგერია და ორ საათსა და 16 წუთში სამ სეტში მოიგო – 6:7(3), 7:6(5), 6:1.

კვიტოვას შემდეგი მეტოქე რუსი ელენა ვესნინა იქნება, რომელმაც 58 წუთში მოუგო ოლგა გოვორცოვას – 6:1, 6:0.

მესამე ნომრად განთესილმა არინა საბალენკამ ორ სეტში სძლია ხორვატ ანა კონიუხს – 6:4, 6:3, არადა, პირველ სეტში 2:4 იყო ჩამორჩენილი. ბელარუსის ანგარიშზე შვიდი ეისი, 24 „ვინერსი“ და ექვსი ბრეიკი იყო.

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ნაომი ოსაკამ რთული სტარტი აიღო – მას დიდი წინააღმდეგობა გაუწია პატრისია ტიგმა. იაპონელმა 6:4, 7:6(4) მოიგო. ოსაკას „დიდი სლემის“ ტურნირებზე 15-მატჩიანი მოგებების სერია აქვს.

საერთო ჯამში, იაპონელს შესანიშნავი სტატისტიკა ჰქონდა – პირველი მოწოდებით ქულების 89 პროცენტი აიღო და 39 „ვინერსი“ დააგროვა.

პირველ დღეს ერთი მოულოდნელი შედეგი მაინც იყო – უკრაინელმა ანჰელინა კალინინამ 6:2, 6:4 მოუგო „დიდი სლემის“ ტურნირების სამგზის ჩემპიონ ანჟელიკ კერბერს. როლან გაროსამდე მსოფლიოს 139-ე ჩოგანმა „ჩელენჯერის“ ზედიზედ ორი ტურნირი მოიგო და როლან გაროსის კვალიფიკაციაც გაიარა, ასე რომ, მას ახლა 14-მატჩიანი მოგებების სერია აქვს.