რამდენიმე იზოლირებულმა ჩოგბურთელმა სასტუმროს ნომრების დატოვება სცადა – მათ დეპორტაცია ემუქრებათ

23:04, 17.01.2021
MELBOURNE, AUSTRALIA - JANUARY 27:  A general view inside Rod Laver Arena at sunset during the Men's Singles Final match betwen Novak Djokovic of Serbia and Rafael Nadal of Spain during day 14 of the 2019 Australian Open at Melbourne Park on January 27, 2019 in Melbourne, Australia.  (Photo by Scott Barbour/Getty Images)

ჩოგბურთელები, რომლებსაც აკრძალული აქვთ მელბურნში სასტუმროს ნომრების დატოვება, სამედიცინო პროტოკოლის დარღვევა სცადეს, – იტყობინება ჟურნალისტი ლუკა ფიორინო. დამრღვევთა ვინაობა არ სახელდება, ცნობილია მხოლოდ ის, რომ პროტოკოლის მომდევნო დარღვევის შემთხვევაში, ისინი ავსტრალიიდან დეპორტირებულნი იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ ჩოგბურთელები, რომლებიც ავსტრალიის ღია პირველობის მასპინძელ ქალაქ მელბურნში აბუ დაბისა და ლოს ანჯელესის რეისებით ჩავიდნენ, უმკაცრეს 14-დღიან იზოლაციაში გაუშვეს. ჩარტერულ რეისებში მათთან ერთად მგზავრობდნენ ადამიანები, რომლებიც კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულნი.

აბუ დაბის რეისით ავსტრალიაში მიფრინავდა 23 ჩოგბურთელი, მათ შორის, აშშ-ის ღია პირველობის 2019 წლის ჩემპიონი ბიანკა ანდრეესკუ, მსოფლიოს მეექვსე ჩოგანი კაროლინა პლიშკოვა, ანჟელიკ კერბერი, მარია საკარი, ბელინდა ბენჩიჩი, სვეტლანა კუზნეცოვა და სხვები.

რაც შეეხება ლოს ანჯელესის რეისს, იქიდან პირდაპირ იზოლაციაში გაუშვეს ვიქტორია აზარენკა, კეი ნიშიკორი, სლოან სტივენსი, პაბლო კუევასი და აგრეთვე, ტენის სანდგრენი და გვიდო პელია, რომლებმაც უკვე გადაიტანეს კორონავირუსი.

სულ ორკვირიან იზოლაციაში იქნება 50 ჩოგბურთელი. მათ 14 დღის განმავლობაში აკრძალული ექნებათ სასტუმროს ნომრის დატოვება. ამ პერიოდის განმავლობაში, მათთვის ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ველოტრენაჟორი.

ავსტრალიის ღია პირველობა ჩვეულებრივზე ორი კვირით გვიან გაიმართება – 8-21 თებერვალს.

მსგავსი