გერმანელი ჩოგბურთელი, ანჟელიკ კერბერი საკუთარი მწვრთნელის თაობაზე საბოლოოდ ჩამოყალიბდა. როგორც SID იტყობინება, 30 წლის სპორტსმენთან, ყოფილი ჩოგბურთელი 42 წლის რაინერ შუტლერი იმუშავებს. ისინი თანამშრომლობას ნოემბრის ბოლოდან შეუდგებიან, როდესაც კერბერი დასვენების შემდეგ ვარჯიშს განაახლებს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კერბერმა თანამშრომლობა შეწყვიტა ვინ ფისეტტან, რომელთანაც მან კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჩაატარა .