საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა გუშინ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტ ნიკოლოზს უმასპინძლა.
ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, შეხვედრაზე ელჩის სამცხე-ჯავახეთში ვიზიტი და ის მრავალმხრივი ურთიერთობა განიხილეს, რომელიც საელჩოს, მიტროპოლიტსა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას აკავშირებთ. მათ შორის სხვა ეკლესიებთან და სამცხე-ჯავახეთის ეთნიკურად სომეხ მოსახლეობასთან კარგი ურთიერთობების ხელშეწყობის კუთხით.