კელი დეგნანი - ვცდილობთ შეხვედრის ორგანიზებას სახალხო დამცველის ოფისთან და იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც შუქრუთის მცხოვრებლების დახმარებას შეძლებენ
კელი დეგნანი - ვცდილობთ შეხვედრის ორგანიზებას სახალხო დამცველის ოფისთან და იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც შუქრუთის მცხოვრებლების დახმარებას შეძლებენ

ვცდილობთ შეხვედრის ორგანიზებას სახალხო დამცველის ოფისთან და იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც შეძლებენ მათ დახმარებას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა შუქრუთის იმ მოსახლეობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლებიც „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ აქციებს მართავენ.

როგორც ელჩმა აღნიშნა, აქციის მონაწილეებს საელჩოს წარმომადგენელი უკვე შეხვდა.

„საელჩოს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფიცერი შეხვდა აქციის მონაწილეებს, ესაუბრა და მოისმინა მათი წუხილი. ჩვენ ვცდილობთ შეხვედრის ორგანიზებას სახალხო დამცველის ოფისთან და იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც შეძლებენ მათ დახმარებას, რათა ეს საკითხები გადაიჭრას და სასურველი შედეგი მიიღონ. საელჩოს როლი არის მხოლოდ დამაკავშირებელი, შუამავლის როლი. ასევე, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათი წუხილი იქნება მოსმენილი“, – განაცხადა დეგნანმა.

შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი „ჯორჯიან მანგანეზს“ კომპენსაციებს სთხოვს, თუმცა თავის მხრივ, კომპანიაში აცხადებენ, რომ მზად არიან, აუდიტის დასკვნის საფუძველზე მოსახლეობას ზიანის ასანაზღაურებლად აღნიშნული კომპენსაციები გადაუხადონ.