კელი დეგნანი - საქართველოს ისტორიაში არის მრავალი მაგალითი, როდესაც ქალებმა ქვეყნის თავდაცვის მხარდაჭერაში მნიშვნელოვანი როლი აჩვენეს
კელი დეგნანი - საქართველოს ისტორიაში არის მრავალი მაგალითი, როდესაც ქალებმა ქვეყნის თავდაცვის მხარდაჭერაში მნიშვნელოვანი როლი აჩვენეს

საქართველოს ისტორიაში არის მრავალი მაგალითი, როდესაც ქალებმა აჩვენეს მათი მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის თავდაცვის მხარდაჭერაში. ეს ყველაფერი მიდის თამარ მეფემდე და ამ ქვეყნის მრავალ ბრძოლამდე, როდესაც ქალებმა არსებითი როლი შეასრულეს თავდაცვითი ძალისხმევის მხარდაჭერაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩის თქმით, საქართველოში მიმდინარე კონფერენცია – „ქალები საყოველთაო თავდაცვაში“ არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა.

„ეს კონფერენცია არის შესაძლებლობა, რომ შევკრიბოთ ერთად საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები ნატო-ს საყოველთაო თავდაცვის კონცეფციასა და საყოველთაო თავდაცვის კონცეფციის შესრულების მიმართ საქართველოს მიდგომაზე. ქალები ასრულებენ ცენტრალურ როლს საყოველთაო თავდაცვის კონცეფციაში და ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ კონფერენციის მიმდინარეობისას. საქართველოს ისტორიაში არის მრავალი მაგალითი, როდესაც ქალებმა აჩვენეს მათი მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის თავდაცვის მხარდაჭერაში. ეს ყველაფერი მიდის თამარ მეფემდე და ამ ქვეყნის მრავალ ბრძოლამდე, როდესაც ქალებმა არსებითი როლი შეასრულეს თავდაცვითი ძალისხმევის მხარდაჭერაში. ეს არის ამის თანამედროვე ვერსია, რათა უზრუნველყოფილი იყო, რომ მთელი საზოგადოება მზად იყოს ისეთი შემთხვებისთვის, იქნება ეს ბუნებრივი კატასტროფა, წყალდიდობა, მიწისძვრა თუ რამე სახის თავდასხმა ან სამხედრო მოვლენა. ნატო-ს საყოველთაო თავდაცვის კონცეფციას მრავალი სხვადასხვა ასპექტი აქვს და ჩვენ მათ დღეს განვიხილავთ“, – განაცხადა დეგნანმა.