კელი დეგნანი - რუსეთისთვის რთულია, ჰყავდეს ისეთი მეზობელი, რომლის ისტორიაც წარმატებულია
რუსეთისთვის რთულია, ჰყავდეს ისეთი მეზობელი, რომლის ისტორიაც წარმატებულია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი შეფასებით, სწორედ ეს არის რუსეთის მცდელობების მიზეზი, ძირი გამოუთხაროს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.
„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან მრავალი სხვადასხვა მიმართულებით 30 წელზე მეტია, თანამშრომლობს. ამ დროის განმავლობაში, რაც ვნახეთ არის ის, რომ საზოგადოების ცნობიერება რუსეთის დესტაბილიზაციური როლის შესახებ იზრდება. რუსეთისთვის რთულია, ჰყავდეს ისეთი მეზობელი, რომლის ისტორიაც წარმატებულია. ვფიქრობ, სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რატომ ვხედავთ ასეთ მცდელობებს, რომ ძირი გამოუთხაროს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს“, – განაცხადა ელჩმა.
კელი დეგნანის თქმით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
„იმ დროის განმავლობაში, რაც მე აქ ვიმყოფები, ძალიან კონსტრუქციულად ვმუშაობთ ამ მთავრობასთან, ისევე, როგორც წინა მთავრობებთან. პროგრესი არის ნათელი, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს – ჯანდაცვა, განათლება, უსაფრთხოება, ეკონომიკა, დემოკრატიული განვითარება, ეს ნამდვილად არის წარმატება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.