კელი დეგნანი - პარტიებმა ერთად უნდა იმუშაონ საქართველოს ინტერესებისთვის, ქვეყნის ლიდერები პირველ ადგილზე მოსახლეობის ინტერესებს თუ დააყენებენ, ეს იქნება პოლარიზაციის დასასრულის დასაწყისი
კელი დეგნანი - პარტიებმა ერთად უნდა იმუშაონ საქართველოს ინტერესებისთვის, ქვეყნის ლიდერები პირველ ადგილზე მოსახლეობის ინტერესებს თუ დააყენებენ, ეს იქნება პოლარიზაციის დასასრულის დასაწყისი

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, პოლარიზაციის შემცირებაში ყველამ უნდა ითამაშოს როლი.

კელი დეგნანი ამბობს, რომ ქვეყნის ლიდერები პირველ ადგილზე მოსახლეობის ინტერესებს თუ დააყენებენ, ეს პოლარიზაციის დასასრულის დასაწყისი იქნება.

„პოლარიზება ახდენს ქვეყნის პარალიზებას დიდი ხნის განმავლობაში. მმართველ პარტიას განსაკუთრებული როლი აქვს, რომ უზრუნველყოფს ინკლუზიურად მართვას, რომ უზრუნველყოფს მედიის და სამოქალაქო საზოგადოების უსაფრთხო ფუნქციონირებას და  მათაც უნდა იმოქმედონ პასუხისმგებლობით.

ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთად უნდა იმუშაოს. ჩვენ ვხედავთ, რომ მათ შეუძლიათ. ისინი მუშაობდნენ ძალიან მნიშვნელოვან საარჩევნო რეფორმაზე, რამაც განაპირობა, რომ ბოლო არჩევნები ცოტა უკეთესი იყო. ჯერ კიდევ იყო ბევრი დარღვევა. ეს მიუთითებს, რომ მეტია გასაკეთებელი. პარტიებმა ერთად უნდა იმუშაონ საქართველოს ინტერესებისთვის.  ამ ქვეყნის ლიდერები პირველ ადგილზე ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებს თუ დააყენებენ, ეს პოლარიზაციის დასასრულის დასაწყისი იქნება“, – განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს.