კელი დეგნანი - ნებისმიერი მხარდამჭერი დოკუმენტი იმის მაჩვენებელია, რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის საქართველო 
კელი დეგნანი - ნებისმიერი მხარდამჭერი დოკუმენტი იმის მაჩვენებელია, რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის საქართველო 

კონგრესში არის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ეს ასეა უკვე დიდი ხანია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ნებისმიერი მხარდამჭერი დოკუმენტი იმის მაჩვენებელია, რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის საქართველო.

„კონგრესში არის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ეს ასეა უკვე დიდი ხანია. ვფიქრობ, ეს და ნებისმიერი სხვა მხარდამჭერი დოკუმენტი იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის საქართველო, თუ რა მნიშვნელოვანი მეგობარია საქართველო და რამდენად სურს აშშ-ს საქართველოს მხარდაჭერა თქვენს ძალისხმევაში სრულად იყოთ ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში. ეს არის ის, რისი ხილვაც ჩვენ გვსურს და ქართველებისგან მესმის, რომ მათაც ეს სურთ“, – განაცხადა დეგნანმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა. კანონპროექტმა სრული ორპარტიული მხარდაჭერა მიიღო. კანონპროექტის განხილვისას გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-ის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე.