კელი დეგნანი - მივესალმები საქართველოს პარლამენტის სპიკერის მხარდაჭერით მიღებულ კანონს, რომლიც შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებებს დაიცავს
კელი დეგნანი - მივესალმები საქართველოს პარლამენტის სპიკერის მხარდაჭერით მიღებულ კანონს, რომლიც შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებებს დაიცავს

საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვაში, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა თბილისში კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, მისასალმებელია საქართველოს პარლამენტის სპიკერის მხარდაჭერით მიღებული კანონი, რომლიც შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებებს დაიცავს.

„ამაყი ვარ, რომ ვესწრები დღევანდელ ღონისძიებას. ეს არის ნიშანი, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. პრემიერ-მინისტრი პარლამენტის სპიკერი, ჯანდაცვის და განათლების მინისტრი და ბევრი სხვა, ვინც აქ იმყოფებით, რათა ამ გახსნის ცერემონიას დაესწროთ. ეს არის შესანიშნავი მაგალითი თანამშრომლობის, რომლის შედეგადაც კერძო სექტორი, უნივერსიტეტი, აშშ-ის განვითარების სააგენტო, სამოქალაქო საზოგადოება ერთიანდება, რათა უპასუხოს საზოგადოების საჭიროებებს. აშშ და საქართველო იზიარებენ პრიორიტეტებს, ეხმარებიან მეტ მოქალაქეს მონაწილეობა მიიღონ მათი ქვეყნის მმართველობაში. ამაყი ვარ ვიხილო, რომ „იუსაიდის“ ბევრი ინიციატივა ეხმარება საქართველოს ამ პრიორიტეტის მიღწევაში. საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვაში. მე მივესალმები საქართველოს პარლამენტის სპიკერი მხარდაჭერით მიღებულ კანონს, რომლიც შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებებს დაიცავს. ეს მნიშვნელოვანი კანონია, რომელიც გაუღებს კარს საზოგადოების, რომელიც ხშირად არიან ჩართულები საზოგადოებრივ საქმიანობაში. ეს კანონი ამ პირებს თანაბარ შესაძლებლობას გაუჩენს, რათა ისინი მეტად ჩაერთონ ქვეყნის მართვაში“, – განაცხადა ელჩმა.