კელი დეგნანი - ვისაც სურს, ძალადობითა და ზიზღით ხელი შეუშალოს მშვიდობიან მსვლელობას, არღვევს საქართველოს კონსტიტუციას
ვისაც სურს, ძალადობითა და ზიზღით ხელი შეუშალოს მშვიდობიან მსვლელობას, ის არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განაცხადა.
ელჩის თქმით, საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქის უფლებების დაცვას და მათ შორის არის თავისუფალი, მშვიდობიანი შეკრების და აზრის გამოხატვის უფლება.
„მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, აზრი იყოს წინააღმდეგობრივი ან არაპოპულარული, ჩვენ ძალიან ვაფასებთ შსს-ს ძალისხმევას ამ უფლების დაცვის თვალსაზრისით. ეს საკმაოდ რთული საქმეა პოლიციელებისთვის, თუმცა გვჯერა, რომ საქართველოს პოლიციელებს აქვთ სათანადო უნარები, რომ აქციის მშვიდობიან მონაწილეებს მისცენ საშუალება, გამოხატონ თავიანთი უფლება. ისინი, რომლებსაც სურთ, ძალადობითა და ზიზღით ხელი შეუშალონ ამ მშვიდობიან მსვლელობას, არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას“, – განაცხადა დეგნანმა.