კელი დეგნანი - ხელისუფლების კრიტიკის თავისუფლება ჯანსაღი დემოკრატიის ძირითადი პრინციპია, ეს არის უფლება, რომელიც ასევე დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მიერ
ხელისუფლების კრიტიკის თავისუფლება ჯანსაღი დემოკრატიის ძირითადი პრინციპია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
ელჩს კითხვა დაუსვეს, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ გაფრთხილება მიიღეს, ხოლო „მთავარი არხი“ დაჯარიმდა.
„ეს მართლაც სამწუხარო განვითარებაა. სინამდვილეში, ეს არის სიტყვის თავისუფლების საკითხი და განსხვავებული შეხედულებების გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, იმ შეხედულებების, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებს. ხელისუფლების კრიტიკის თავისუფლება ჯანსაღი დემოკრატიის ძირითადი პრინციპია. სწორედ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის 27 წლისთავზე, ვფიქრობ, აღსანიშნავია, რომ ეს არის უფლება, რომელიც ასევე დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მიერ“, – განაცხადა დეგნანმა.
კომუნიკაციების კომისიამ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის ეთერში კანონდარღვევით განთავსების გამო „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ წერილობით გააფრთხილა, „მთავარი არხი“ კი მაუწყებლის წლიური შემოსავლის 1%-ით დააჯარიმა.