კელი დეგნანი - იმედი მაქვს, პარლამენტი გამოიყენებს დროს და გაითვალისწინებს გარკვეულ ასპექტებს, რათა საარჩევნო რეფორმა ეფექტურად განხორციელდეს
იმედი მაქვს, პარლამენტი გამოიყენებს დროს და გაითვალისწინებს გარკვეულ ასპექტებს, რათა საარჩევნო რეფორმა ეფექტურად განხორციელდეს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ვენეციის კომისიის მიერ საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით გამოქვეყნებული დასკვნის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, ვენეციის კომისია არის მაღალი ავტორიტეტის მქონე კომისია, რომელიც ძალიან სერიოზულად უდგება თავის საქმეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა გაუგზავნა კანონი შესაფასებლად, შესაბამისად, ვენეციის კომისიიდან მოვიდა დასკვნა, რომ კანონპროექტში გასათვალისწინებელია გარკვეული ძირითადი ასპექტები. იმედი მაქვს, პარლამენტი გამოიყენებს დარჩენილ დროს და შეიტანს კანონპროექტში იმ ძირითად რეკომენდაციებს, რაც არის მოსული ვენეციის კომისიისგან, იმისთვის, რომ მოხდეს საარჩევნო რეფორმის ეფექტური განხორციელება და საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს უფრო მეტი განცდა ნდობისა და არჩევნების შედეგებისა, როდესაც წავა არჩევნებზე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ვენეციის კომისიამ საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით დასკვნა გუშინ გამოაქვეყნა.