კელი დეგნანი - აშშ-ს არ სჯერა, რომ ბელარუსში არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი
კელი დეგნანი - აშშ-ს არ სჯერა, რომ ბელარუსში არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სჯერა, რომ ბელარუსში არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, აშშ მოუწოდებს ბელარუსის მთავრობას, ადგილობრივებს დართონ ნება, გამოხატონ პროტესტი და თავიანთი პოზიცია მშვიდობიანად, დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად.

„აშშ მხარს უჭერს ბელარუსის სუვერენიტეტს და მოუწოდებს ხელისუფლებას, დემონსტრანტებსა და ამომრჩევლებს მოეპყრონ პატივისცემით, რასაც ისინი იმსახურებენ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.