კელი დეგნანი - რუსეთი ვიდრე ახალი დაპირებების გაცემაზე ისაუბრებს, აუცილებელია, 2008 წელს მიღწეული შეთანხმება შეასრულოს და გაიყვანოს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან
რუსეთი ვიდრე რაიმე ახალი დაპირებების გაცემებზე ისაუბრებს, აუცილებელია 2008 წელს მიღწეული შეთანხმება და დაპირება შეასრულოს, გაიყვანოს რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
აშშ-ის ელჩს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომზე საქართველო-ჩეჩნეთს შორის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე ისაუბრეს.
როგორც კელი დეგნანმა კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რუსეთმა ჯერ ის დაპირებები შეასრულოს, რომლებიც 2008 წელს საქართველოსთან დაკავშირებით გასცა.
„როგორც მახსოვს, ეს გზა არის საკმაოდ ძველი პროექტი და დაახლოებით 1970-1980-იან წლებში იყო დაპროექტებული. თუმცა, აუცილებელია, აღვნიშნოთ, რომ ვიდრე რუსეთი რაიმე ახალ პროექტებზე, გზებსა და დაპირებების გაცემებზე ისაუბრებს, აუცილებელია, შეასრულოს 2008 წელს მიღწეული შეთანხმება, დაპირებები და გაიყვანონ პირველ რიგში რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან. მთავარია, რომ მათ შეასრულონ ის დაპირებები, რომლებიც აღებული აქვთ 2008 წლის ომის შემდეგ, შემდეგ ისაუბრონ დანარჩენ დაპირებებზე“, – განაცხადა დეგნანმა.