იაპონელმა კეი ნიშიკორიმ, რომელმაც ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან მატჩი საკუთარი ნებით შეწყვიტა, აცხადებს, რომ ძლიერი ტკივილის გამო თამაშის გაგრძელება შეუძლებლად ჩათვალა.
„მატჩამდე თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ მესამე თუ მეოთხე გეიმის დროს, როდესაც მე ვაწოდებდი, ვიგრძენი, რომ მარჯვენა ფეხს ვერ ვხრიდი და ახტომაც მიჭირდა. ამიტომ მატჩის შეწყვეტა გადავწყვიტე. ერთი ფეხით ვერავის დავამარცხებ. დარწმუნებული ვარ, ეს წინა მატჩის ბრალია, როდესაც ზედმეტი ენერგია დავხარჯე და ძალიან ბევრი ვირბინე“, – განაცხადა ნიშიკორიმ მატჩის შემდეგ.
ნახევარფინალში ჯოკოვიჩი ფრანგ ლუკა პუის შეხვდება, პარალელურ მატჩში კი ესპანელი რაფაელ ნადალი და ბერძენი სტეფანოს ციციპასი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.