იაპონელი ჩოგბურთელი კეი ნიშიკორი კვლავ აგრძელებს აღდგენას ოპერაციის შემდეგ და დიდი ალბათობით, გამოტოვებს 2020 წლის „დიდი სლემის“ პირველ ტურნირს – ავსტრალიის ღია პირველობას.
„ექიმების პროგნოზებით, შევძლებ დაბრუნებას იანვარში ან თებერვალში. ვფიქრობ, სეზონის მეორე ნაწილში მოვახერხებ კარგი ჩოგბურთის ჩვენებას.
არ მინდა საკუთარ თავს გადავახტე. კარიერის დასასრულისკენ მივდივარ, ამიტომაც ახლა, უბრალოდ, მინდა სრულად აღვიდგინო ჯანმრთელობა და თამაშში დავბრუნდე“, – განაცხადა იაპონელმა.
ნიშიკორი მსოფლიოს მე-13 ჩოგანია. გასულ სეზონში მან 43 მატჩი ჩაატარა, რომელთაგანაც 29 მოიგო. მის ანგარიშზე 2019 წელს ერთი ტიტული იყო, რომელიც ბრისბენში (ავსტრალია) მოიპოვა.
შარშანდელ ავსტრალიის ღია პირველობაზე ნიშიკორიმ მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან წააგო.