კეი ნიშიკორის კორონავირუსი დაუდასტურდა
კეი ნიშიკორის კორონავირუსი დაუდასტურდა

იაპონელმა ჩოგბურთელმა კეი ნიშიკორიმ გამოაცხადა, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა და ამის გამო არ ითამაშებს „მასტერსის“ ტურნირში, რომელიც ერთ კვირაში ნიუ იორკში დაიწყება.

„სამწუხარო ამბები მაქვს. ფლორიდაში კორონავირუსის ტესტი ჩავიტარე, რომლის შედეგიც დადებითი აღმოჩნდა. ამიტომაც ვერ ვითამაშებ „მასტერსზე“ ნიუ იორკში. მე და ჩემი გუნდი განმეორებით ტესტს პარასკევს ჩავაბარებთ. თავს კარგად ვგრძნობ, სიმპტომები თითქმის არ მაქვს, მაგრამ ცალსახად, სრულ იზოლაციაში დავრჩები გარშემო მყოფთა უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ვგეგმავდით ნიუ იორკში გამგზავრებას, მაგრამ დავრჩებით ფლორიდაში“, – დაწერა სოციალურ ქსელში ნიშიკორიმ.

ფლორიდაში იაპონელი ნიკ ბოლეტიერის აკადემიაში სხვა ბევრ ჩოგბურთელთან ერთად ვარჯიშობდა.