როჯერ ფედერერი ბოლო ერთ წელიწადში შემოსავლებით ლიდერია

13:23, 20.10.2020

ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ გამოაქვეყნა ჩოგბურთელთა შემოსავლები (ტურნირებზე მიღებული ჰონორარი და სარეკლამო შემოსავლები) 2019 წლის ივნისიდან 2020 წლის ივნისამდე პერიოდში.

ამ პერიოდში ყველაზე მეტი გამოიმუშავა შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა – 106.3 მილიონი დოლარი. ამასთან, რეკლამებით ლეგენდამ 100 მილიონი დოლარი მიიღო.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მაღალი შემოსავლების მქონე ჩოგბურთელთა ტოპ-ათეული:

  1. როჯერ ფედერერი (შვეიცარია) – 106.3 მლნ.
  2. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 44.6 მლნ.
  3. რაფაელ ნადალი (ესპანეთი) – 40 მლნ.
  4. ნაომი ოსაკა (იაპონია) – 37,4 მლნ.
  5. სერენა უილიამსი (აშშ) – 36 მლნ.
  6. კეი ნიშიკორი (იაპონია) – 32,1 მლნ.
  7. ეშლი არტი (ავსტრალია) – 13,1 მლნ.
  8. დანიილ მედვედევი (რუსეთი) – 11,8 მლნ.
  9. დომინიკ ტიმი (ავსტრია) – 11,1 მლნ.
  10. სიმონა ჰალეპი (რუმინეთი) – 10,9 მლნ.

მსგავსი