ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ გამოაქვეყნა ჩოგბურთელთა შემოსავლები (ტურნირებზე მიღებული ჰონორარი და სარეკლამო შემოსავლები) 2019 წლის ივნისიდან 2020 წლის ივნისამდე პერიოდში.
ამ პერიოდში ყველაზე მეტი გამოიმუშავა შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა – 106.3 მილიონი დოლარი. ამასთან, რეკლამებით ლეგენდამ 100 მილიონი დოლარი მიიღო.
ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მაღალი შემოსავლების მქონე ჩოგბურთელთა ტოპ-ათეული:
- როჯერ ფედერერი (შვეიცარია) – 106.3 მლნ.
- ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 44.6 მლნ.
- რაფაელ ნადალი (ესპანეთი) – 40 მლნ.
- ნაომი ოსაკა (იაპონია) – 37,4 მლნ.
- სერენა უილიამსი (აშშ) – 36 მლნ.
- კეი ნიშიკორი (იაპონია) – 32,1 მლნ.
- ეშლი არტი (ავსტრალია) – 13,1 მლნ.
- დანიილ მედვედევი (რუსეთი) – 11,8 მლნ.
- დომინიკ ტიმი (ავსტრია) – 11,1 მლნ.
- სიმონა ჰალეპი (რუმინეთი) – 10,9 მლნ.