კეი ნიშიკორი მწვრთნელს იცვლის
კეი ნიშიკორი მწვრთნელს იცვლის

იაპონელმა ჩოგბურთელმა კეი ნიშიკორიმ მწვრთნელის შეცვლა გადაწყვიტა. ამის შესახებ „ტვიტერში“ თავად სპორტსმენმა დაწერა. ნიშიკორი გამოეთხოვა დანტე ბოტინის, რომელთანაც ცხრა წელი იმუშავა.

„ცხრაწლიანი ერთობლივი მუშაობის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ მოვიდა ახალი გამოწვევის დრო. მადლიერი ვარ დანტესი ჩემს კარიერაში შეტანილი წვლილისთვის, ჩვენ დავრჩებით უახლოეს მეგობრებად. ძალიან ვაფასებ ბოლო ცხრა წელიწადს და ჩვენს მეგობრობას“, – დაწერა ნიშიკორიმ.

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგში კეი ნიშიკორის მეცხრე ადგილი უჭირავს.