შეადგინეს ოლიმპიადის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მონაწილეების რეიტინგი #1TVSPORT
შეადგინეს ოლიმპიადის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მონაწილეების რეიტინგი #1TVSPORT

ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილეებისგან ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგი შეადგინა.

სიაში პირველი ადგილი დაიკავა ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრების წევრმა კევინ დურანტმა. გასული წლის განმავლობაში მისმა შემოსავალმა 75 მილიონ დოლარს მიაღწია.

მეორე ადგილზეა იაპონელი ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა – 60 მილიონი. ტოპ-სამეულში მოხვდა ასევე ამერიკელი კალათბურთელი დემიენ ლილარდი – 40.5 მილიონი.

შემდეგ სიაში მოდიან: სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი (34.5 მლნ), ბრიტანელი გოლფისტი რორი მაკილროი (32.0 მლნ), ამერიკელი კალათბურთელი დევინ ბუკერი (30,5 მლნ), იაპონელი ჩოგბურთელი კეი ნიშიკორი (30,5 მლნ), აგრეთვე, აშშ-ის ნაკრების კალათბურთელები – კრის მიდლტონი (27 მლნ) და ჯრიუ ჰოლიდეი (23 მლნ).