კეი ნიშიკორი ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს
კეი ნიშიკორი ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს

იაპონელი კეი ნიშიკორი გამოტოვებს ავსტრალიის ღია პირველობას, რომელიც მელბურნში 20 იანვარს დაიწყება.

„ჩვენ გუნდთან ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რადგან არ ვარ მზად 100 პროცენტით უმაღლეს დონეზე სათამაშოდ. რთული იყო ამგვარი გადაწყვეტილების მიღება, რადგან ძალიან მომწონს ავსტრალიაში თამაში. გავაგრძელებ მონდომებით მუშაობას კორტზე მაქსიმალურად სწრაფად დასაბრუნებლად. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის“, – წერს ავსტრალიის ღიას ოფიციალური ვებგვერდი.

ნიშიკორის ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ის ვერ ითამაშებს ATP-ის თასზე, რომელიც 3 იანვარს დაიწყება. ამ ტურნირზე იაპონიის ნაკრები საქართველოსთან ერთად B ჯგუფშია.

ბოლოს იაპონელი კორტზე ამერიკის ღია პირველობაზე გავიდა, ოქტომბერში კი იდაყვზე ოპერაცია გადაიტანა.

დღეისათვის ნიშიკორი მე-13 ადგილზეა ATP-ის რეიტინგში.

იაპონელი ჩოგბურთელი მელბურნში 2012, 2015, 2016 და 2019  წლებში მეოთხედფინალამდე მიდიოდა.