„კედელი მოდის“ - დონალდ ტრამპმა ამ ფრაზით მექსიკასთან კედლის აშენება დააანონსა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ ერთ-ერთი ცნობილი ფრაზა გამოიყენა და ამ გზით მექსიკასთან კედლის აშენება დააანონსა.
პრეზიდენტმა ფოტო წარწერით „კედელი მოდის“ სოციალურ ქსელ Instagram -ზე გამოაქვეყნა.
მანამდე, გასული წლის 2 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ფოტო მიკრობლოგ Twitter-ზე გამოაქვეყნა, წარწერით „სანქციები მოდის“ – ამ სლოგანში მაშინ ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესება იგულისხმებოდა.
ცნობილ საკულტო სერიალში „სამეფო კარის თამაშები“ ერთ-ერთი გვარის, სტარკების მთავარი დევიზია „ზამთარი მოდის“ (winter is coming ), რაც სერიალის მაყურებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზაა.