კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ბოლო 10 წლის შედეგები შეაჯამა
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ბოლო 10 წლის შედეგები შეაჯამა

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC – საქართველო) საქართველოს მოსახლეობის შეხედულებათა ტენდენციების კვლევის ბოლო 10 წლის შეჯამების შედეგებს აქვეყნებს.

შემაჯამებელი სამუშაო გასული წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში ჩატარდა და მასში ასახულია საზოგადოების დამოკიდებულება ქვეყანაში სიციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის მიმართ, ასევე საზოგადოების დამოკიდებულება საშინაო და საგარეო პოლიტიკის თაობაზე.

შედეგების მიხედვით, საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებას, კვლევაში ყურადღება გამახვილებულია იმ ინსტიტუტებზე, რომლებსაც მოსახლობის უმრავლესობა ენდობა.

„საგარაეო ურთიერთობებში მისახლეობის ნახევარზე მეტი ენდობა ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანებას. მათი დამოკიდებულებაა, ეს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანთ. ხალხი ენდობა ნატო-ში გაწევრიანებას, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ეს საქართველოს საგარეო საფრხეებისგან დაიცავს“ ,- განაცხადა კავკასიის კვლევითი ცენტრის დირექტორმა დავით სიჭინავამ.

შედეგების თანახმად, მოსახლეობაში ყველაზე დიდი ნდობით ეკლესია, ჯარი და პოლიცია სარგებლობს, ყველაზე ნაკლებ ნდობას მოსახლეობა სასამართლოსა და პოლიტიკურ პარტიებს უცხადებს.

კველვის მიხედვით, შემცირებულია ნდობა აღმასრულებელი ორგანოს მიმართ. შედეგების თანახმად, ყველაზე მაღალ ნდობას საზოგადოება აღმასრულებელ ორგანოს ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს უცხადებდა.

„ჩვენ ვედავთ, რომ საზოგადოება ყველაზე მეტად ენდობა ჯარს, ეკლესიას და პოლიციას. სასამართლოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ ნდობა მცირდება, აღმასრულებელ ხელისუფლებას ყველაზე დიდი ნდობა ჰქონდა 2012 წლის ტალღაში, როცა პრემიერი იყო ბიძინა ივანიშვილი. ეს ნორმალური პროცესია, სხვა ქვეყნების მაგალითზეც რომ ავიღოთ, მოსახლეობის ნდობა რაც შორს მივდივართ, უფრო მცირდება“,- აღნიშნა დავით სიჭინავამ.

რაც შეეხება მედიის ნდობის მაჩვენებელს, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრში განმარტავენ, რომ მედიისადმი ხალხს ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს.

„დაახლოებით 50 პროცენტი ამბობდა, რომ „არც ენდობა“, არც „არ ენდობა“. ნდობის მაჩვენებლები ოდნავ შემცირებულია. ყველაზე გავრცელებული პასუხია „არც ენდობა“,  „არც არ ენდობა“, რაც, ჩემი აზრით, კარგია“, – განაცხადა დავით სიჭინავამ.