კატრინ კოლონა - 15 წლის წინ, 7 აგვისტოს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და 15 წლის შემდგომ ის კვლავ წარმოდგენილია ამ ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე
15 წლის წინ, 7 აგვისტოს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და 15 წლის შემდგომ ის კვლავ წარმოდგენილია ამ ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა წერს.
კატრინ კოლონა ასევე აზიარებს აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის განცხადებას.
„15 წლის წინ რუსეთმა აწარმოა აგრესიის საშინელი ომი საქართველოს წინააღმდეგ, რითიც დაიწყო სახელმძღვანელო, რომელიც მან მოგვიანებით უკრაინაში გამოიყენა. რუსეთმა პატივი უნდა სცეს თავისი მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ყველა ვაკეთებთ ამას“, – წერს ფრანგი დიპლომატი შერაზ გასრი.