კათოლიკური ეკლესია კორონავირუსით ინფიცირებულებსა და სამედიცინო პერსონალს ცოდვებს შეუნდობს
კათოლიკური ეკლესია ახალი კორონავირუსით ინფიცირებულებსა და სამედიცინო პერსონალს ცოდვებს შეუნდობს. ამის შესახებ ნათქვამია წმინდა საყდრის მიერ მიღებულ დადგენილებაში.
„ინდულგენცია მიეცემა კორონავირუსით დაავადებულ მორწმუნეებს, რომლებიც კარანტინში იმყოფებიან სახლებში ან საავადმყოფოში, ასევე სამედიცინო პერსონალს, ოჯახის წევრებს და ყველას, ვინც ინფიცირებულებს უვლის“, – ნათქვამია დადგენილებაში.
კათოლიკე მორწმუნეებისთვის ცოდვების შენდობის პირობად დადგენილებაში რამდენიმე კონკრეტული ლოცვისა და ბიბლიის წაკითხვაა დასახელებული.
მანამდე ვატიკანში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველა სააღდგომო ღვთისმსახურება და რიტუალი წელს, მორწმუნეების გარეშე გაიმართება.
იტალიელმა ეპისკოპოსებმა კი კორონავირუსის ეპიდემიის გამო ეკლესიებში მესების ჩატარება აკრძალეს. ამასთან, თავად ეკლესიები არ არის დახურული და მღვდლები აგრძელებენ ღვთისმსახურებას მრევლის გარეშე.