კატი პირი - ბოლო პოლიტიკური კრიზისი საქართველოში არასტაბილურობის რისკს ქმნის, ამის უფლებას კი საქართველო საკუთარ თავს ვერ მისცემს
ველოდებით, რომ გაიმართება ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობით დიალოგი, რათა ამ ჩიხიდან გამოსავალი მოიძებნოს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების ჯგუფის წევრმა, კატი პირიმ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.
„ჩვენ ვსაუბრობთ ზოგადად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამაზე, თუმცა ნება მიბოძეთ, განსაკუთრებული ყურადღება საქართველოსა და აზერბაიჯანს დავუთმო. მინდა, დავიწყო საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით, რის გამოც ჩემი ჯგუფი შეშფოთებულია. თბილისში იმართება დიდი პროტესტი მას შემდეგ, რაც მთავრობამ არ შეასრულა თავისი ვალდებულება, რაც 2020 წლისთვის საარჩევნო კოდექსის პროპორციული სისტემით ცვლილებას გულისხმობს. ეს დაპირება მიცემული იყო ქართველი ამომრჩევლებისთვის და ჩვენ ველოდებოდით, რომ ყველა ქართული პარტია შეასრულებდა ამ დაპირებას. მართალია, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ დემოკრატიისკენ დიდი გზა გაიარა, ბოლო პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში არასტაბილურობის რისკს ქმნის. ეს კი არის ის, რის უფლებასაც საქართველო საკუთარ თავს უბრალოდ ვერ მისცემს. ჩვენ ველოდებით, რომ გაიმართება ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობით დიალოგი, რათა ამ ჩიხიდან გამოსავალი მოიძებნოს“, – განაცხადა კატი პირიმ.