კატასტროფების რისკის ქვეშ მყოფი რეგიონების დასახმარებლად ახალი პროექტი ამოქმედდება
კატასტროფების რისკის ქვეშ მყოფი რეგიონების დასახმარებლად ახალი პროექტი ამოქმედდება

კატასტროფების რისკის ქვეშ მყოფ რეგიონებში დაუცველი თემების დახმარების მიზნით, ახალი პროექტი ამოქმედდება.

პროექტი საგანგებო სიტუაციების დროს ჯანდაცვის გამოწვევებს ეხება და სამხრეთ კავკასიის ადგილობრივი თემების მდგომარეობის გაძლიერებას ემსახურება.

როგორც ხელმძღვანელები განმარტავენ, აღნიშნული პროგრამა რეგიონალურია და საქართველოში, სომხეთსა, აზერბაიჯანში ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეები და თანამშრომლები ტრენინგებს გაივლიან.

გადამზადება მოხდება ეპიდემიური კონტროლის წყლის ჰიგიენის, მასობრივი უბედურების შემთხვევებზე რეაგირებისა და პირველადი დახმარების მიმართულებით.

„პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აუცილებელია, მოხალისეები რეგიონებში იყვნენ მზად კატასტროფის შემთხვევებში პირველი რეაგირებისთვის. მათ უნდა იმუშაონ ჯანდაცვის საკითხებზე, რადგან სწორედ ისინი არიან პირველნი, რომლებმაც დაზარალებულებს დახმარება უნდა აღმოუჩინონ” ,- აღნიშნავს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე.

პროექტი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ ხორციელდება, მხარდამჭერები კი არიან საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო [USAID], წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია [IFRC]