კატარში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი კატარის პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კატარში ვიზიტის ფარგლებში, კატარის პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა, ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობების გაღრმავება იყო, კატარში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და კატარის პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის შეიხ ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულ აზიზ ალ-თანის შეხვდრის ძირითადი განსახილველი საკითხები.
აღინიშნა დღეისთვის ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.
მხარეებმა მზაობა გამოთქვეს ეკონომიკური და ვაჭრობის მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებაზე.
შეხვედრის ბოლოს, ხელი მოეწერა ორ შეთანხმებას, საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ინვესტიციების ორმხრივი ხელშეწყობისა და დაცვისთვის შესახებ და საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ეკონომიკური, სავაჭრო და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ.
ირაკლი ღარიბაშვილმა შეიხ ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულ აზიზ ალ-თანის მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის და მასპინძლობისთვის.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.