კატარში აცხადებენ, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმება კიდევ ორი დღით გახანგრძლივდება
კატარის ინფორმაციით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმება კიდევ ორი დღით გახანგრძლივდება. ამის შესახებ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც „სიენენს“ ანონიმურმა წყარომ უთხრა, ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კატარის პრემიერ-მინისტრს, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანის ესაუბრა.
მანამდე ეგვიპტემ განაცხადა, რომ ცდილობენ პაუზების კიდევ ორი დღით გახანგრძლივებას.