კატარის საგარეო უწყება - ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების თანახმად, ჰუმანიტარული პაუზები ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება და შესაძლოა, გახანგრძლივდეს
კატარმა, რომელიც მთავარ შუამავალ როლს ასრულებდა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებებში, განაცხადა, რომ შეთანხმება ჰუმანიტარული პაუზების შესახებ მიღწეულია.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ პაუზები ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება და შესაძლოა, გახანგრძლივდეს.
რამდენადაც ცნობილია, პაუზების დაწყების ზუსტი დრო 24 საათის განმავლობაში გამოცხადდება.
კატარის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პაუზები საშუალებას მისცემს ჰუმანიტარული კოლონების, დახმარების, მათ შორის საწვავის, უფრო დიდი რაოდენობით მიწოდებას ღაზის სექტორში.
ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მძევლების გათავისუფლების შესახებ „ჰამასთან“ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოთხი დღის განმავლობაში 50 მძევალი გათავისუფლდება 150 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ. მათივე ცნობით, ამ დროის განმავლობაში გამოცხადება პაუზებიც.