კატარის პრემიერი - ისრაელი და „ჰამასი“ ახლოს არიან მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებასთან, შუამავლობის მცდელობებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კარგ პროგრესს მიაღწია
ისრაელი და „ჰამასი“ ახლოს არიან მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებასთან, რადგან შუამავლობის მცდელობებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში „კარგ პროგრესს“ მიაღწია, – ამის შესახებ კატარის პრემიერ-მინისტრმა, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანიმ განაცხადა.
კატარის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, „ჰამასს“ და ისრაელს შორის მცირე უთანხმოება დარჩა გადასაჭრელი, შეთანხმების წინაშე არსებული გამოწვევები მხოლოდ ლოგისტიკურია.
„შეთანხმება ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დროდადრო აღმავლობასა და ვარდნას განიცდის, მაგრამ ახლა უფრო დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ საკმარისად ახლოს ვართ, მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელსაც შეუძლია, ხალხი უსაფრთხოდ დააბრუნოს საკუთარ სახლებში, მიუხედავად იმისა, ისინი არიან „ჰამასის“ მძევლები ან რა უნდათ სანაცვლოდ. ეს მოხდება ისრაელის მხრიდან“, – განაცხადა შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანიმ.
ისრაელმა განაცხადა, რომ „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს კონფლიქტის დაწყების შემდეგ 240-ზე მეტი ადამიანი გაიტაცა და მოგვიანებით რამდენიმე მათგანი გაათავისუფლა. კატარი არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ცდილობდნენ შუამავლობას მეომარ მხარეებს შორის.