კატარის პრემიერი - „ჰამასმა“ წინადადებას, რომელიც ღაზიდან მძევლების გათავისუფლებასა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს, „პოზიტიური“ პასუხი გასცა, თუმცა რამდენიმე შესწორებით
კატარის პრემიერი - „ჰამასმა“ წინადადებას, რომელიც ღაზიდან მძევლების გათავისუფლებასა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს, „პოზიტიური“ პასუხი გასცა, თუმცა რამდენიმე შესწორებით

კატარის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ჰამასმა“ უპასუხა წინადადებას, რომელიც ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებასა და საბრძოლო მოქმედებების მუდმივ შეწყვეტას ითვალისწინებს.

„მინდა, ვაცნობო მედიას, რომ ჩვენ მივიღეთ პასუხი „ჰამასისგან“ შეთანხმების ზოგად ჩარჩოსთან დაკავშირებით, რომელიც მძევლებთან დაკავშირებულ საკითხებს გულისხმობს“, – განაცხადა კატარის პრემიერ-მინისტრმა, შეიხმა მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალთანიმ.

როგორც კატარის პრემიერ-მინისტრი განმარტავს, „ჰამასის“ პასუხი რამდენიმე შესწორებას მოიცავს, თუმცა, ზოგადად, ის „პოზიტიურია.“

„გარემოებების სენსიტიურობის გათვალისწინებით, ჩვენ არ შევეხებით დეტალებს“, – დასძინა ალთანიმ დოჰაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.