კატარის პრემიერ-მინისტრი - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შანსები სულ უფრო მცირდება
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შანსები სულ უფრო მცირდება, – ამის შესახებ კატარის პრემიერ-მინისტრმა, შეიხმა მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმ დოჰას ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
„ისრაელის მიერ ღაზის დაბომბვა ავიწროებს ფანჯარას ახალი ზავისთვის“, – აღნიშნა ალ-ტანიმ.
კატარის პრემიერ-მინისტრის თქმით, კატარი გააგრძელებს ძალისხმევას, რათა ზეწოლა მოახდინოს ორივე მხარეზე ცეცხლის შესაწყვეტად.
ამასთან, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პალესტინის პრემიერ-მინისტრმა, მოჰამედ შტაიემ განაცხადა, რომ ისრაელს „არ უნდა მიეცეს უფლება, განაგრძოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა“ და მოითხოვა საერთაშორისო სანქციების დაწესება.