კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი ადასტურებს, რომ ბელგიაში იმყოფება
კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი ბელგიაში იმყოფება. ამის შესახებ თავად პუჩდემონის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„რამდენიმე ძალიან რთული დღის შემდეგ, მე ვიმყოფები ვატერლოოში. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ პოლიტიკური სიტუაცია და ღრმად გავაანალიზოთ ოპერაცია, რამაც შესაძლებელი გახადა ის ქმედება, რაც გუშინ მოხდა. მე ამას ვიზამ. მესმის იმ მიზეზების, რის გამოც უზენაეს სასამართლოს სურს ხელში ჩამიგდოს, მაგრამ არც ოპერაცია და არც პოლიტიკოსებისა და პოლიციის ხელმძღვანელობის რეაქცია არ არის გასაგები და მისაღები“, – წერს ყოფილი ლიდერი.
შეგახსენებთ, რომ კატალონიის ყოფილი ლიდერი 8 აგვისტოს ბარსელონაში გამოჩნდა და ათასობით მხარდამჭერს მიმართა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა. პოლიციაში კი განაცხადეს, რომ პუჩდემონის დასაკავებლად ოპერაციას ატარებდნენ. კარლეს პუჩდემონს ესპანეთში კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხზე 2017 წელს ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით აქვს წაყენებული ბრალი. ის, წლებია, ბელგიაშია გახიზნული.