კატალონიის პარლამენტმა ჟენერალიტეტის მეთაურად კიმ ტორას კანდიდატურა დაამტკიცა.
კენჭისყრის მეორე ტურში პარტია „ერთად კატალონიისთვის” კანდიდატს 66-მა დეპუტატმა, 65-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.
აღსანიშნავია, რომ პირველ ტურში ხმები ანალოგიურად გადანაწილდა. თუმცა პირველი ტურში გასამარჯვებლად, კანდიდატს დეპუტატთა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა უნდა მოეპოვებინა.
მეორე ტურში გადამწყვეტი აღმოჩნდა მემარცხენე რადიკალური სეპარატისტული პარტია „სახალხო ერთიანობის კანდიდატურის” ოთხი დეპუტატის მიერ, კენჭისყრაზე პოზიციის დაფიქსირებისგან თავის შეკავება.
კიმ ტორა თავს კატალონიის რეგიონალური მთავრობის დროებით მეთაურად მიიჩნევს. მისი მოსაზრებით, რეალურ მმართველად გერმანიაში მყოფი კარლეს პუიჩდემონი დარჩება.