კატალონიის ჟენერალიტეტის მეთაური რეგიონში დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმის ინიციატივით გამოდის
კატალონიის ჟენერალიტეტის მეთაური კიმ ტორა რეგიონში დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის.
კიმ ტორამ ეს განცხადება პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა. მისი თქმით, დამოუკიდებლობის მომხრეთა აღქმა მოძალადეებად, არასწორია.
ბარსელონაში უკვე სამი დღეა, საპროტესტო გამოსვლები პოლიციასთან შეტაკებით სრულდება. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს, დაწვეს ბარიკადები და ავტომობილები. ბოლო შეტაკების დროს დაშავდა 30-მდე ადამიანი.
ესპანეთში მასშტაბური დემონსტრაციები 14 ოქტომბერს დაიწყო. ათასობით ადამიანი ბარსელონას ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდა, რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიელი სეპარატისტების ლიდერებს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ორგანიზებისთვის 13 წლამდე ვადით პატიმრობა მიუსაჯა.