კატალონელი პოლიტიკოსების გათავისუფლების მოთხოვნით, მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
კატალონელი პოლიტიკოსების გათავისუფლების მოთხოვნით, მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბარსელონაში დაკავებული კატალონელი პოლიტიკოსების გათავისუფლების მოთხოვნით, მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, დემონსტრაციაში 110 ათასამდე ადამიანი იღებს მონაწილეობას.

აქციის მონაწილეები კატალონიის ეროვნული ასამბლეის ყოფილი ხელმძღვანელის, ჟორდი სანჩესისა და კიდევ შვიდი პოლიტიკოსისთვის ყველა ბრალდების მოხსნას მოითხოვენ. აღნიშნული პირები 2017 წლის 1-ელ ოქტომბერს, რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ, უკანონო რეფერენდუმის გამართვაში არიან ბრალდებული.

ისინი დღემდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მათ გარდა, სასამართლომ ბრალი კიდევ 17 პირს წარუდგინა, ექვსის მიმართ კი საერთაშორისო დაკავების ორდერი გაიცა.

12 ივლისს გერმანიის სასამართლომ, ჟენერალიტეტის ყოფილი მეთაურის, კარლეს პუიჩდემონის ექსტრადირების შესახებ დადგენილება მიიღო.