კასპის მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კასპის მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 19 შემთხვევა ახალი დაფიქსირდა, აქედან შვიდი ინფიცირებული იგოეთი-ქვემო ჭალის კლასტერია და ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში პოლიციის სპეციალური პუნქტებზე გრძელდება მოსახლეობის თერმოსკრინინგი. გრძელდება სოფლებში ეპიდკვლევა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები აგრძელებენ მოსახლეობის კარდაკარ გასინჯვებს.
„კოვიდ-19“-ით ინფიცირების გაზრდილი შემთხვევების გამო სამი საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე რჩება, სააღმზრდელო პროცესია შეჩერებული სამთავისის საბავშვო ბაღში.