ქალმა ჩოგბურთელებმა ინგლისის ქალაქ ისტბურნში უიმბლდონისთვის მზადება დაასრულეს , რომელიც ორშაბათს იღებს სტარტს. კარგი განწყობით ხვდება “დიდი სლემის” რიგით მესამე ტურნირს დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი, რომელმაც ფინალის მოგება მოახერხა.
ისტბურნში გადამწყვეტ მატჩში ვოზნიაცკი ბელარუს არინა სობოლენკას ხვდებოდა და დაძაბულ ორსეტიან ბრძოლაში მოიგო – 7:5, 7:6(5). მატჩი საათსა და 57 წუთს გრძელდებოდა.
დანიელმა ჩოგბურთელმა 11 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ექვსჯერ აიღო მეტოქის მოწოდება. სობოლენკამ ამას ხუთი ბრეიკით უპასუხა.
ვოზნიაცკიმ კარიერაში 29-ე ტიტული მოიგო, ამასთან, პირველად გაიმარჯვა ავსტრალიის ღია პირველობაზე იანვრის ტრიუმფის შემდეგ.
აღვნიშნავთ, რომ კაროლინ ვოზნიაცკის ბალახზე პირველი ტურნირი სწორედ ისტბურნში აქვს მოგებული ცხრა წლის წინ.