ლონდონში გაგრძელდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩი მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენსა და პრეტენდენტ ფაბიანო კარუანას შორის. გაიმართა მეათე პარტია და დაფიქსირდა რიგით მეათე ყაიმი.
თეთრი ფიგურებით ამერიკელი დიდოსტატი თამაშობდა და უპირატესობაც ჰქონდა, მაგრამ კარლსენმა შეძლო თავის დაცვა. 5 საათი და 19 წუთი ბრძოლის შემდეგ, მეტოქეები 54-ე სვლაზე შეთანხმნენ ყაიმზე.
შეგახსენებთ, რომ წინა ცხრა პარტიაც ყაიმით დასრულდა და მატჩში ანგარიშია – 5:5. მე-11 პარტია შაბათს გაიმართება. თეთრი ფიგურებით კარლსენი ითამაშებს.
მატჩი კლასიკური ფორმატისაა და 12 პარტიისგან შედგება. ჩემპიონი გახდება ის მოჭადრაკე, რომელიც პირველი დააგროვებს 6.5 ქულას. ფრის შემთხვევაში, დაინიშნება ტაი-ბრეიკი.