კარლეს პუიჩდემონი და მისი ყოფილი მრჩევლები ბელგიის პოლიციას ჩაბარდნენ
კარლეს პუიჩდემონი და მისი ყოფილი მრჩევლები ბელგიის პოლიციას ჩაბარდნენ. ამის შესახებ ცნობებს ადგილობრივი მედია ავრცელებს.
შეგახსნებთ, რომ კატალონიის ყოფილი მეთაური რამდენიმე კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ბელგიის დედაქალაქში. მან ესპანეთი მას შემდეგ დატოვა, რაც მადრიდმა მიიღო გადაწყვეტილება დროებით შეზღუდოს კატალონიის ავტონომია, გადააყენოს მთავრობა და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები.
დღესვე გავრცელდა ცნობები, რომ უახლოეს საათებში პუიჩდემონს ესპანეთს მოთხოვნით, ბელგიის პროკურატურა დააკავებდა.