კარლ ჰარცელი - ვიმედოვნებ, არჩევნების მეორე ტურში კანდიდატების მხრიდან წარმოდგენილი იქნება მეტი ხედვა და ნაკლები ნეგატივი  
კარლ ჰარცელი - ვიმედოვნებ, არჩევნების მეორე ტურში კანდიდატების მხრიდან წარმოდგენილი იქნება მეტი ხედვა და ნაკლები ნეგატივი  

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ჩვენ ვიხილეთ კონკურენტული არჩევნების პროცესი, ამასთანავე, უფრო მეტად ვიხილეთ ნეგატიური კამპანია, ვიდრე კანდიდატების ხედვების წარდგენა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განuცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებებისა, პრეზიდენტის თანამდებობა მნიშვნელოვანია, რადგან ის იქნება საქართველოს მთავარი ელჩი მთელ მსოფლიოში.

„არჩევნების მეორე ტური ჯერ ჩასატარებელია. პირველ ტურზე განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გაავრცელა. ჩვენ ვიხილეთ კონკურენტული არჩევნების პროცესი. ამასთანავე, უფრო მეტად ვიხილეთ ნეგატიური კამპანია, ვიდრე კანდიდატების ხედვების წარდგენა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი კონსტიტუცია პრეზიდენტს ძალაუფლების გარკვეულ ნაწილს ჩამოაშორებს, პრეზიდენტის თანამდებობა კვლავ მნიშვნელოვანია, რადგან პრეზიდენტი იქნება თქვენი მთავარი ელჩი დანარჩენ მსოფლიოში“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ნაკლები ნეგატივი იქნება.

„ვიმედოვნებ, მეორე ტურში კანდიდატების მხრიდან წარმოდგენილი იქნება მეტი ხედვა და ნაკლები ნეგატივი“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.