კარლ ჰარცელი - ტელეფონის ნომრის გასაჯაროება უსიამოვნო სიურპრიზი იყო, მაგრამ ჩემი განსასჯელი არ არის, როგორც ვიცი, სახელმწიფო ინსპექტორი სწავლობს
კარლ ჰარცელი - ტელეფონის ნომრის გასაჯაროება უსიამოვნო სიურპრიზი იყო, მაგრამ ჩემი განსასჯელი არ არის, როგორც ვიცი, სახელმწიფო ინსპექტორი სწავლობს

როდესაც მოვისმინე გუშინ, ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა დეპუტატ თეა წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროების თემაზე განუცხადა.

„ძალიან ფრთხილი ვიქნები, მაგრამ ღიად ვიტყვი, რომ როდესაც ეს მოვისმინე გუშინ, ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი იყო. როგორც ყველამ ვიცით, პირადი ინფორმაციის დაცვა ფუნდამენტური უფლებაა. ეს არაეთიკურია და ეს ჩემი განსასჯელი არ არის, როგორც ვიცი, სახელმწიფო ინსპექტორი მონაცემთა დაცვის კუთხით სწავლობს ამ შემთხვევას. ასე რომ, ვნახავთ, რა იქნება მათი შეფასება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.