კარლ ჰარცელი - მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ მიდის
ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია ეს და ევროკავშირი ამ პროცესებში ჩართულია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.
მან შერჩევის პროცესის გამჭვირვალობას გაუსვა ხაზი.
„იყო სხვადასხვა კომენტარი, ვენეციის კომისიისგან, ეუთო-სგან კანდიდატურების შერჩევასთან და შემდეგ დანიშვნის პროცესებთან დაკავშირებით. მთავარია, მიდის გამჭვირვალედ ეს პროცესები, ჩვენ შეგვიძლია, ვნახოთ როგორ მიმდინარეობს გასაუბრებები და საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ მიიღება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესები გამჭვირვალედ მიდის“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.