კარლ ჰარცელი - მედიაპლურალიზმი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია
კარლ ჰარცელი - მედიაპლურალიზმი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია

მედიაპლურალიზმი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, თუ რა წვლილი შეიძლება შევიტანოთ ჯანსაღი მედიაგარემოს შექმნაში,-  ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ახალმა ელჩმა, კარლ ჰარცელმა​ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ერთ-ერთი საკითხი, რასაც განიხილავს, არის საგამოძიებო ჟურნალისტიკა.

„გულწრფელად გეტყვით, იმ ახალი ამბებიდან, რაც ბოლო დღეებში ვრცელდება, ძნელია გავიგოთ, თუ სად არის სიმართლე, რატომ ხდება ეს, ვინ გააკეთა, რატომ გააკეთა.

ჩვენ, ისევე როგორც სხვები, მოწადინებული ვართ, გავიგოთ სიმართლე, რათა გავაკეთოთ დასკვნები. ჩვენ ვითხოვთ დამოუკიდებელ და სანდო გამოძიებას. ასევე, მე ვისურვებდი მეტ ანალიზსს, რომ ვინმეს ან გამოცემებს აეღოთ ინფორმაცია, დაემუშავებინათ, გამოეძიებინათ ფაქტები, მოეყოლათ ამბავი და ა.შ. ვფიქრობ, ეს არის სივრცე, რომელიც შეიძლება გაფართოვდეს“,-აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.