კარლ ჰარცელი - გამოწვევაა 12 პრიორიტეტის რაც შეიძლება მალე შესრულება, როგორც კი ეს მოხდება, ქვეყანა მძლავრ გზავნილს გაუგზავნის ევროკავშირს, თვითკმაყოფილების დრო არ არის, ახლა საჭიროა მოქმედება
კარლ ჰარცელი - გამოწვევაა 12 პრიორიტეტის რაც შეიძლება მალე შესრულება, როგორც კი ეს მოხდება, ქვეყანა მძლავრ გზავნილს გაუგზავნის ევროკავშირს, თვითკმაყოფილების დრო არ არის, ახლა საჭიროა მოქმედება

საქართველოსთვის გამოწვევააა 12 პრიორიტეტის რაც შეიძლება მალე შესრულება. როგორც კი ეს მოხდება, ქვეყანა ძალიან მძლავრ გზავნილს გაუგზავნის ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, რომ საქართველო დაბრუნდა სწორ გზაზე, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მოქალაქეების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდზე გამოქვეყნდა.

კერძოდ, ჰარცელმა უპასუხა კითხვას: „რა მოხდება, თუ მომდევნო 6 თვის განმავლობაში 12 პირობა არ შესრულდება. ხომ არ შეუქმნის ეს საფრთხეს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას“.

კარლ ჰარცელის განცხადებით, თვითკმაყოფილების დრო არ არის, ახლა საჭირაო მოქმედება.

„ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში ყველამ გააცნობიეროს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კარის გაღების თაობაზე, ნამდვილად ისტორიული მომენტია. ყველამ უნდა იფიქროს, როგორ გამოიყენოს ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი მნიშვნელოვანი შესაძლებლობები. ევროპისკენ მიმავალი გზა დამსახურებებზე დაფუძნებულ პროცესად რჩება. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა. საქართველომ, ისევე როგორც უკრაინამ და მოლდოვამ – კონკრეტული ქმედებებით უნდა წარმოაჩინონ თავიანთი მზადყოფნა და უნარი, წაიწიონ წინ- ევროკავშირის წევრობისკენ. დასაკარგი დრო არ არის, რადგან ევროპის თვალი და ყური, ამჟამად, ამ რეგიონისკენაა მომართული. საქართველოსთვის გამოწვევააა 12 პრიორიტეტის რაც შეიძლება მალე შესრულება. როგორც კი ეს მოხდება, ქვეყანა ძალიან მძლავრ გზავნილს გაუგზავნის ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, რომ საქართველო დაბრუნდა სწორ გზაზე და შესაძლებელია მასზე დაყრდნობა, წინსვლის იმედით. თვითკმაყოფილების დრო არ არის, რადგან ეს მომენტი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ახლა საჭიროა მოქმედება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.