კარლ ჰარცელი - ეს იქნება სამი ინტენსიური დღე და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რათა ვნახოთ, შესაძლებელი იქნება თუ არა ჩიხიდან გასვლა
კარლ ჰარცელი - ეს იქნება სამი ინტენსიური დღე და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რათა ვნახოთ, შესაძლებელი იქნება თუ არა ჩიხიდან გასვლა

ეს იქნება სამი ინტენსიური დღე და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რათა ვნახოთ, შესაძლებელი იქნება თუ არა ჩიხიდან გასვლა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრამდე საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„ახლა მივდივარ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, მიშელის პირად წარმომადგენელთან შესახვედრად, რომელიც მან დანიშნა აქ პირველ მარტს გამართული შეხვედრების შემდეგ. ეს იქნება სამი ინტენსიური დღე და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იმისთვის, რათა ვნახოთ, შესაძლებელი იქნება თუ არა ჩიხიდან გასვლა“,- განაცხადა ჰარცელმა.

საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისშია.

როგორც დანიელსონმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, მოხარულია საქართველოში ჩამოსვლით და მოუთმენლად ელოდება პოლიტიკურ მხარეებთან მუშაობას.